პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე - არავითარი მეჩეთების აშენება არ არის გათვალისწინებული - ხელშეკრულება არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს შეღავათებს, მათ შორის ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „იგლ ჰილსთან“ დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოში მეჩეთების აშენებას არ ითვალისწინებს.

როგორც კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განმარტა, არაბულ კომპანიასთან ხელისუფლების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ასევე არ არის გათვალისწინებული შეღავათები უცხოელი მყიდველებისთვის.

„შეიძლება დაისვას კითხვა, ამდენი დეტალის პირობებში, რა დარჩა არასაჯარო? რეალურად, განსაკუთრებული არაფერი. არავითარი არსებითი პუნქტი ამ ხელშეკრულებიდან არ არის საზოგადოებისთვის უცნობი. მინდა პარლამენტარებს გთხოვოთ, შეგიძლიათ თეორიულად წარმოიდგინოთ რაიმე პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში და რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაციის მიღება გსურთ. ერთ-ერთი ასეთი თეორიული საკითხი წამოჭრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა. მან ეჭვი გამოთქვა, რომ მეჩეთების აშენება არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. თუნდაც ასეთი თეორიული კითხვები დასვათ, ხომ არ არის ასეთი რამ ჩადებული ამ ხელშეკრულებაშიო, მეჩეთების შემთხვევაში შეგვიძლია განვმარტოთ, რომ არავითარი მეჩეთების აშენება არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. უფრო მეტიც, შეიძლება ზოგადად ითქვას, რომ არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის შეტანილი ხელშეკრულებაში, თუნდაც მეჩეთები ან შეღავათები უცხოელი მყიდველებისთვის. საზოგადოების წინაშე განვმარტე, რომ ეს ხელშეკრულება არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს შეღავათებს, მათ შორის ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით, მითუმეტეს არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ. მაგალითად, არ წერია, ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, ვინ შეიძლება იყოს მყიდველი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით დარეგულირდება ისევე, როგორც ეს ხდება სხვა საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში“,- განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში