ირაკლი კობახიძე - არ გვაქვს ფუფუნება, რომ საინვესტიციო პროექტზე უარი ვთქვათ, მით უმეტეს, უნაკლო პროექტზე - ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი

ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, „არათუ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებაზე უნდა ითქვას უარი, არამედ მეტი ასეთი პროექტის მოზიდვაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები“.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი. საშუალო მაჩვენებელი არის 9.7 % 2021 წლიდან მოყოლებული, წელსაც გვაქვს თითქმის 8 %-იანი ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება. ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს, პირველად ისტორიაში წელს, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი. დაახლოებით, 30-40 %-ით.

შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 9.4%. ეს იმას ნიშნავს, რომ 350 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. ასეთ პირობებში, ხელისუფლების და ნებისმიერი პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და ზრდის ტემპის შენარჩუნება. ასეთ პირობებში, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, რომელსაც არავითარი მინუსი არ ახლავს თან. არათუ ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე უნდა ვიყოთ ორიენტირებული კიდევ უფრო მეტი ასეთი პროექტის მოზიდვაზე ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ამ პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ 350 ათასი ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და ა.შ. და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე შესაბამისად მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე