მარკ რუტე - უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, რუსეთი ევროპისთვის საფრთხედ მაინც დარჩება

უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, რუსეთი ევროპისთვის საფრთხედ მაინც დარჩება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში გრძელვადიან საფრთხედ დარჩება.

„თუ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, რომ ისტორიის გადაწერის მცდელობას მილიონობით საკუთარი ადამიანი შესწიროს, მაშინ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გაცილებით მეტი უნდა დავხარჯოთ ჩვენს თავდაცვაზე. სამშვიდობო შეთანხმება არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ რუსეთი კვლავ გრძელვადიან საფრთხედ დარჩება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა უკრაინაში ომი წლის ბოლომდე დასრულდეს, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „დიახ“.

„აბსოლუტურად. ყველანი ვლოცულობთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მსურს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა ამ მიზნით დონალდ ტრამპის ხედვის განხორციელებას ხელი შევუწყო. ტრამპის ხედვას სრულიად ვიზიარებ. ეს სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. ნამდვილად მაქვს იმის იმედი, რომ მშვიდობის მიღწევა მალე მოხდება“, - აღნიშნა რუტემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ