პრემიერი - იმისთვის, რომ შევძლოთ როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენება, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში, ეს არის - ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი

ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა რესურსების არაოპტიმალური გამოყენება და ხარისხის უთანაბრობა უნივერსიტეტებში და იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენება, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში, ეს არის - ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ძირითადად ეხება თბილისს, ვინაიდან სხვა ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი, ჰქონდეთ ერთზე მეტი ფაკულტეტი.

„თბილისში არის ეს გამოწვევა. არის ჭარბად დაშლილი სისტემა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ უმაღლესი განათლების საერთო ხარისხი არის დაბალი და არადამაკმაყოფილებელი. ამიტომ, ვფიქრობთ, ოპტიმიზაციის მიმართულებით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თბილისში, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს. მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი თბილისში მოქმედებს 4 სხვადასხვა უნივერსიტეტში. ერთ შემთხვევაში დონე არის საშუალო, მეორეში - საშუალოზე დაბალი, მესამეში - საშუალოზე დაბალზე დაბალი და მეოთხეში - კიდევ უფრო დაბალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, მაშინ, როდესაც ოპტიმიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მალე, საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუნდაც 4-წლიან პერსპექტივაში, იურიდიულ ფაკულტეტზე თბილისში უზრუნველვყოთ არსებითად იგივე ხარისხის და დონის განათლება, რაც არის მაგალითად განვითარებულ სახელმწიფოებში, როგორებიც არის პირობითად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. ანუ შეგვიძლია, ოპტიმიზაციის პირობებში თვისებრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი აუცილებლად არის გადასადგმელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში