ფრიდრიხ მერცი - პუტინი უნდა მიხვდეს, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს

პუტინი უნდა მიხვდეს, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მერცის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპის ძალისხმევას მიესალმება, თუმცა „საკითხები, რომლებიც ევროპას ეხება, ევროპასთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს“.

„ევროპა მარიონეტი არ არის. ევროპა სუვერენული აქტორია, რომელსაც საკუთარი ინტერესები და ღირებულებები აქვს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ფრიდრიხ მერცის ცნობით, გერმანია მომავალ წელს უკრაინის მხარდაჭერას 11,5 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

„გერმანია უკრაინის მხარდაჭერას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება და ამ მიზნით გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასაც მხარს დაუჭერს. პუტინი უნდა მიხვდეს, რომ თავისუფლებისა და მშვიდობის ევროპული წესრიგის ხარჯზე ამ ომში გამარჯვების შანსი არ აქვს“, - აღნიშნა მერცმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება