რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მზად ვართ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-სთან დიალოგი გავაგრძელოთ - არანაირ დათმობაზე საუბარი არ შეიძლება

რუსეთი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-სთან დიალოგი გააგრძელოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„მზად ვართ დიალოგის გასაგრძელებლად. როდესაც ამერიკული მხარე ოფიციალურად გამოაცხადებს მზადყოფნას, ჩვენც, ბუნებრივია, საპასუხო ზომებს მივიღებთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია დაცული იყოს ანკორიჯში, ალასკაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები.

„ერთგულები ვართ ანკორიჯში მიღწეული შედეგების მიმართ და გავაგრძელებთ მოქმედებას ამ ჩარჩოებში. კვლავ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, არ გადავუხვიოთ ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებებიდან. ეს არაერთხელ ეცნობათ ამერიკელებს. ეს საჯაროდ გამოცხადდა“, - განაცხადა რიაბკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისას რუსეთის მხრიდან ძირითად საკითხებზე დათმობებზე წასვლა გამორიცხულია.

„არ შეიძლება საუბარი რაიმე დათმობაზე, ან ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომების დათმობაზე, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი მტკიცებით, ანკორიჯში მიღწეული შეთანხმების სხვადასხვა ელემენტი თავისთავად წარმოადგენს კომპრომისულ გადაწყვეტილებებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე