„საქართველოს ბანკის“ კამპანიები Epica Awards-ის შორთლისტში მოხვდა

„საქართველოს ბანკის“ კამპანიები პარტნიორ სააგენტოებთან ერთად კიდევ ერთხელ მოხვდა საერთაშორისო კრეატიული დაჯილდოების შორთლისტში. კერძოდ, Epica Awards-მა, რომელიც მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სფეროს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი დაჯილდოებაა, ბანკის კამპანიები შორთლისტში, ისეთ კატეგორიებში დაასახელა როგორიცაა:

  • Cultural Insights- Kupata’s Legacy;
  • Influencer & Creator Marketing- Kupata’s Legacy;
  • Publication Design- SUPERMARKET "Iveria - Independence issue"
  • Websites- Windfor's "Blood | Bank of Georgia"

აღსანიშნავია, რომ Epica Awards-ი მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სფეროს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი დაჯილდოებაა. ის პირველად 1987 წელს ჩატარდა და დღესდღეობით, 60 ქვეყნის წამყვანი გამოცემების 200 რედაქტორს აერთიანებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სააგენტოებს, დიზაინ სტუდიებს, ფროდაქშენ კომპანიებს, ციფრულ მარკეტერებს და საკომუნიკაციო სფეროს, პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელს. წლევანდელი Epica Awards-ის სრული შორთლისთის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ინფორმაციისთვის, Epica Awards-ის ოქროსა და გრან პრის გამარჯვებულები 2025 წლის 16 დეკემბერს, ონლაინ ღონისძიების დროს გამოვლინდებიან. რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს გამარჯვებულებს, მათი ვინაობა Epica Awards-ის ვებგვერდზე, 17 დეკემბერს გამოქვეყნდება.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის