პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან კულტურის სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადავა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და III მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან კულტურის სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადავა.

საკითხი პარლამენტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარუდგინა.

საკითხი მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა. მისი თქმით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტატუსი ნარჩუნდება და ცვლილებით არც მისი ბიუჯეტი მცირდება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა