გიორგი ტუმასიანი - რუსეთისთვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაა პრობლემა, ამიტომ სამშვიდობო გეგმა არა გამარჯვება, არამედ მარცხია მოსკოვისთვის, თუმცა რეალურად თუ შევაფასებთ, დოკუმენტი არის ომის შეჩერებაზე და არა დასრულებაზე

რეალურად თუ შევაფასებთ, დოკუმენტი არის ომის შეჩერებაზე და არა დასრულებაზე, რადგანაც გრძელვადიან პერსპექტივაში არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კონფლიქტის მიზეზ-შედეგობრივი ნაწილი სრულად ამოიწუროს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ უკრაინის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

ტუმასიანის თქმით, ომის შეჩერება დროებითია და შეიძლება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ინიციატივით განახლდეს, თუ ეს უკანასკნელი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საკმარისად გაძლიერდება.

„პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა და სურვილი თავიდანვე იყო ომის შეჩერება და შეერთებული შტატები აგრძელებს ძალისხმევას, რომ იპოვოს გარკვეული კომპრომისი ამ მიმართულებით, რა მიმართულებითაც პრეზიდენტ ტრამპს არაერთ კონფლიქტში ჰქონდა ასეთი როლი, იქნებოდა ეს ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, პაკისტან-ინდოეთს შორის და ა.შ.

ბუნებრივია, შეერთებული შტატები იგივე პოზიციებით ცდილობს უკრაინაში ომის შეჩერებას და ჩვენ, პრაქტიკულად, ვხედავთ გარკვეულ ინიციატივას ორივე მხარის მიმართ ანუ კომპრომისული ვარიანტი სურს შეერთებულ შტატებს. ეს რამდენად გამოვა, მხარეებზეა დამოკიდებული.

მიმდინარეობს ვაჭრობის პროცესი. ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, რა შინაარსის არის ეს დოკუმენტი. ის, ერთი მხრივ, გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას, მეორე მხრივ, გარკვეული ზომის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ დატოვებას, თუმცა ეს ცოტა უცნაური ფორმულირებაა, რადგანაც ისედაც დე ფაქტო რუსული კონტროლი არის იქ, მაგრამ მთავარია, რომ ტერიტორიის იურიდიული გადაცემა არ ხდება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ ირღვევა.

რეალურად თუ შევაფასებთ, ეს დოკუმენტი არის ომის შეჩერებაზე და არა დასრულებაზე, რადგანაც გრძელვადიან პერსპექტივაში არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კონფლიქტის მიზეზ-შედეგობრივი ნაწილი სრულად ამოიწუროს. რა თქმა უნდა, მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთისთვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობა აპრიორი პრობლემაა, თვითონ აცხადებენ ამას, ამიტომ მისთვის ეს დოკუმენტი არა გამარჯვება, არამედ მარცხია, თუმცა დროებით აძლევს შესაძლებლობას რუსეთს, რომ ის ტერიტორიები, რაც ოკუპირებული აქვს, ამაზე კონტროლი განამტკიცოს და, საბოლოო ჯამში, დაიწყოს იქ ლოგისტიკური პროცესებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.

საკითხი იმაში დგას, რომ ომის შეჩერება მიგვიყვანს იქამდე, რომ მომავალში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ომი განახლდეს როგორც რუსეთის ინიციატივით, თუ უკრაინა დასუსტდება, ასევე უკრაინის ინიციატივით, თუ საკმარისად ძლიერი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა ტუმასიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები