აშშ-მა თეთრ სახლთან მომხდარი სროლის შემდეგ ავღანელების საიმიგრაციო მოთხოვნების დამუშავება შეწყვიტა

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა განაცხადა, რომ განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა ავღანელ მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავება მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენი სამშობლოს და ამერიკელი ხალხის დაცვა და უსაფრთხოება ჩვენი ერთადერთი ფოკუსი და მისიაა“, - განაცხადა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ეს ნაბიჯი მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას მისი მთავრობისადმი, ხელახლა შეისწავლოს ავღანელი მიგრანტები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შევიდნენ.

ტრამპმა თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი სროლა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 2021 წელს აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!