„სელფი“ საერთაშორისო ფესტივალის - DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია

„სელფი“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ფესტივალის, DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია, - ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალი 27-29 ნოემბერს იმართება თბილისში და სრულად ეძღვნება მონაცემებს, ხელოვნურ ინტელექტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

„ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მონაცემთა მეცნიერებს, AI/ML ინჟინრებს, სტარტაპებს, მკვლევრებს, მარკეტინგისა და დიზაინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და კრეატიული ინდუსტრიების სპეციალისტებს.

DataFest Tbilisi წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განიხილება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიმდინარე ტრენდები, სირთულეები და შესაძლებლობები. წლევანდელი თემა - AI in Focus მოიცავს პრაქტიკულ AI-გამოყენებას, ინდუსტრიაზე მის გავლენას, ეთიკურ საკითხებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც წარმოიქმნება AI სისტემების მასშტაბირებისა და ინტეგრაციის პროცესში. მონაწილეებს ასევე ელოდებათ ვორქშოფები, დისკუსიები და თემატური შეხვედრები.

ფესტივალი ხელს უწყობს რეგიონში ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციების განვითარებას.

„სელფი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის გავრცელებას, პროფესიული ქსელების გაფართოებას და ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას. DataFest Tbilisi სწორედ ის სივრცეა, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და გამოცდილების გაცვლა ერთიან გარემოში იყრის თავს,“ - აცხადებენ “სელფი მობაილში”.

ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს