გრიგოლ გეგელია - მას მერე, რაც „ლელომ“ არაბული პროექტის სქემა ამხილა, რასაც ჩვენი საზოგადოების და სამღვდელოების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა მოჰყვა, რუსული რეჟიმი კუთხეში მოექცა

მას მერე, რაც „ლელომ“ არაბული პროექტის სქემა ამხილა, რასაც ჩვენი საზოგადოების და სამღვდელოების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა მოჰყვა, რუსული რეჟიმი კუთხეში მოექცა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, „არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწის ბედს უმალავს, ვერ შეძლებს დიდხანს მოიკიდოს ფეხი ამ ქართულ მიწაზე“.

„მას მერე რაც „ლელომ“ არაბული პროექტის სქემა ამხილა, რასაც ჩვენი საზოგადოების და სამღვდელოების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა მოჰყვა, რუსული რეჟიმი კუთხეში მოექცა.

ჯერ იყო და კობახიძემ „პრარაბის“ როლი მოირგო და სამშენებლო კლიპებში მონაწილეობა დაიწყო. შემდეგ თქვა, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოო, მაგრამ დღემდე არ უპასუხია „ლელოს“ მიერ დასმული ორი მარტივი კითხვისთვის.

შევახსენებ, ეს კითხვებია:

  1. რას უმალავს რეჟიმი ქართველ ხალხს გასაიდუმლოებული კონტრაქტით?
  2. ჩაირიცხა თუ არა ქართულ ბანკებში ქართული ინვესტიციის საპირწონე 1.2 მილიარდი?

ამაზე არ ყოფილა პასუხი, რადგან კობახიძე და მისი რეჟიმი ატყუებს საზოგადოებას. ახლა კი, როგორც ჩანს, იმდენად გაუჭირდათ ყალთაბანდობის გაგრძელება, რომ წილოსან-ზარქუას დუქანში საცირკო ჩვენების დაკვეთაც მოუხდათ საზოგადოებისთვის ფსევდო-ანგარიშვალდებულების საჩვენებლად. ეს იყო მთელი ე. წ. ინტერპელაციის არსი.

არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწის ბედს უმალავს, ვერ შეძლებს დიდხანს მოიკიდოს ფეხი ამ ქართულ მიწაზე და ვერც მრავლისმნახველი ქართული საზოგადოების ცინიკურად მოტყუებას ვერ მოახერხებს. ეს არის მყარი მოცემულობები, რომელსაც ვერცერთი საცირკო შოუ ვერ შეცვლის“,- აცხადებს გეგელია,

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში