ვიკა ფილფანი - ერთი წლის განმავლობაში ვერ დავინახეთ მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მას დასავლურ სამყაროსთან რეალური დიალოგი სურდა - რასაც ამბობენ, იმის საპირისპიროდ იქცევიან

ერთი წლის განმავლობაში ვერ დავინახეთ ვერც ერთი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მას დასავლურ სამყაროსთან რეალური დიალოგი სურდა - ამის მაგალითები არ არის, რასაც ამბობენ, იმის საპირისპიროდ იქცევიან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ელჩის განცხადება ძალიან სამწუხაროა, თუმცა „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.

„[პეტერ ფიშერის] ძალიან სამწუხარო განცხადებაა. ძალიან ცუდი შედეგია, რომელიც შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას, რაც პრინციპში, მოსალოდნელი იყო ყველა იმ ქმედების შემდეგ, რასაც „ქართული ოცნება“ 2021 წლის შემდეგ ახორციელებს და უკვე გაცხადებულად. ზუსტად ერთი წლის წინ, 28 ნოემბერს, ბატონმა კობახიძემ თავად განუცხადა ამ ქვეყნის მოქალაქეებს თავიანთი მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მათ შეაჩერეს ევროინტეგრაციის გზა. ერთი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ისეთი კანონები, როლებიც ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების ხელშეკრულებასთან, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას. ქვეყანასა და გაერთიანებას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო შეთანხმებებს და ეს საერთო შეთანხმება თუ ირღვევა ერთი მხრიდან, მერე დგება ლოგიკური შედეგი. რამდენიც არ უნდა აბრალოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ თავის დასავლურ რიტორიკაში, რომ ისინი რაღაცებს გვაძალებენ, ასე ხომ არ არის? ეს ხომ შეთანხმების ნაწილი იყო თავიდანვე. არსებობს რაღაც სტანდარტი ორგანიზაციებს შორის, სახელმწიფოებს შორის, რომელზეც უნდა შეთანხმდეს ეს ორი მხარე. როდესაც ერთი მხარე ამას დაარღვევს, შეთანხმება აღარ გამოდის. ერთი წელია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლანძღავენ და თავს ესხმიან ევროკავშირის წარმომადგენლებს და არ ასრულებენ არც ერთ ნაკისრ ვალდებულებას. ძალიან ცხადად ამბობენ ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ საქართველო გაერთიანებაში, თუ შესრულება ეს და ეს მოთხოვნები. რა არის ეს მოთოხნები?! ის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ დაირღვეს, ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, ეს ხომ შეუძლებელი გახდება? რაც შეეხება დიალოგს - ერთი წლის განმავლობაში, ვერ დავინახეთ ვერც ერთი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მას დასავლურ სამყაროსთან რეალური დიალოგი სურდა. ამის მაგალითები არ არის. თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დიალოგი სურდა, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ დიალოგი დაეწყო. კანონს კანონზე რომ იღებდა, რომელიც წინააღმდეგობის მოდის ასოცირების ხელშეკრულებასთან, პირიქით უნდა მოქცეულიყო. რასაც ამბობენ, იმის საპირისპიროდ იქცევიან. ქმედება უნდა ახლდეს იმ განცხადებებს, რასაც აკეთებენ,“ - განაცხადა ფილფანმა.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან გაფართოებაზე აღარ მუშაობს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ევროპული საბჭო ამას დეკემბერში დაადასტურებს. „გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს - დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპული საბჭო, ამას დაადასტურებს და საკითხი ქართული მხარის ქმედებების გამო დაიხურება,“ - განაცხადა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში