რუსეთი ირკუტსკში პოლონეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს

რუსეთი ირკუტსკში პოლონეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების შესახებ პოლონეთის ელჩს უკვე აცნობეს.

„27 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის ელჩი [კრჟიშტოფ კრაევსკი] საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მას ნოტა გადასცეს, რომლითაც აცნობეს, რომ პოლონეთის ხელისუფლების მიერ გდანსკში რუსეთის გენერალური საკონსულოს მუშაობის ნებართვის გაუქმების საპასუხოდ, რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ ირკუტსკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს მუშაობის ნებართვა 2025 წლის 30 დეკემბრიდან გააუქმოს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, პოლონეთმა რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქალაქ გდანსკში მოქმედი რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ 19 ნოემბერს გამოაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დივერსიული აქტების მოწყობაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დაადანაშაულა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი