თაზო დათუნაშვილი - ჩვენი თანამოქალაქეების მთავარი გამოწვევა ფასების კატასტროფული ზრდაა - ამ ფონზე, ხელისუფლების საუბარი მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ქვეყანაზე, რომელიც ბრწყინავს, უტიფრობაა

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე, 2025 წლის ოქტომბრის თვეში, 11,7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა - უმძიმესია მაღალი ინფლაცია ჯანდაცვის მომსახურებაშიც, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, ინფლაციის ფონზე „ხელისუფლების საუბარი მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ქვეყანაზე, რომელიც ბრწყინავს და მხოლოდ კარგისკენ მიდის ეკონომიკა, არის უტიფრობა და უბრალოდ, ტყუილი“.

„საახალწლო სუფრის შევსება საქართველოს მოქალაქეებს მძიმე ინფლაციის პირობებში მოუწევთ. ჩვენი თანამოქალაქეების მთავარი გამოწვევა ფასების კატასტროფული ზრდაა. სტატისტიკის დეპარტამენტმა ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 2025 წლის ოქტომბრის წლიური მონაცემები 5,2%-ია, მაგრამ ეს გლობალური რიცხვი ვერ ასახავს რეალურ პრობლემას, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ინფლაცია უქმნის. კონკრეტულად კი, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე, 2025 წლის ოქტომბრის თვეში, 11,7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.

ამ ჯგუფში ინფლაციის მაჩვენებელია: ხილი 21%, ბოსტნეული 19,4%; შაქარი 17,2%, თევზეული 16,9%, ზეთი 13,9%, პური 12,4% და რძე/ყველი/კვერცხი 8,1%.

ძირითად პროდუქტებზე, ჯამში, მაჩვენებელი, დაახლოებით, 20%-ია. თუ ჩვენ ამას უფრო გლობალურ სურათში შევხედავთ, რა ვითარება გვაქვს ფასების ზრდასთან და დავაკვირდებით ვითარებას, 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებში ვნახავთ 103, 107, 150%-იან ზრდას. გარკვეულ სასურსათო პროდუქტებში 200%-იან ზრდას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის, აგრეთვე, უმძიმესია მაღალი ინფლაცია ჯანდაცვის მომსახურებაში. კერძოდ, სამედიცინო მომსახურების ფასები ოქტომბრის თვეში გაზრდილია 9,3%-ით, ხოლო საავადმყოფოების ამბულატორიული მომსახურება 9,2%-ით.

ამ ფონზე, ხელისუფლების საუბარი მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ქვეყანაზე, რომელიც ბრწყინავს და მხოლოდ კარგისკენ მიდის ეკონომიკა, არის უტიფრობა და უბრალოდ, ტყუილი“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება