4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული რამაზ მუმლაძე - 14 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი, უამრავი თაობა გავზარდე, გთხოვთ, მითხრათ, რა დავაშავე, რა ზიანი მივაყენე სახელმწიფოს?

პირველად გავიცანი ეს ადამიანები, ჯგუფური ძალადობაო, საიდან მოუვიდა პროკურორს ეს აზრი? 14 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი, უამრავი თაობა გავზარდე, გთხოვთ, მითხრათ, რა დავაშავე, რა ზიანი მივაყენე სახელმწიფოს? - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა რამაზ მუმლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

რამაზ მუმლაძე მტკიცებულებს მოითხოვს, თუ რა გააფუჭა, სახელმწიფო ქონება გაანადგურა თუ ვინმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„პირველად გავიცანი ეს ადამიანები, ჯგუფური ძალადობაო, საიდან მოუვიდა პროკურორს ეს აზრი? 14 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი, უამრავი თაობა გავზარდე, გთხოვთ, მითხრათ, რა დავაშავე, რა ზიანი მივაყენე სახელმწიფოს? საერთოდ არ ვიცნობ არც ერთს, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი? არასდროს არცერთო პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, აპოლიტიკური ვიყავი, არასდროს ვერეოდი პოლიტიკაში, გირაო არ შეუფარდოთო პროკურორმა, დაასაბუთოს რატომ. გაგვცეს პროკურორმა ამაზე პასუხი. რას ვაშავებ, რა გავაფუჭე, სახელმწიფო ქონება გავანადგურე, ვინმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე? დამიდონ მტკიცებულება, ფაქტები",- განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება