4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული გენადი კელიხაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. მას სხდომაზე სასამართლოს ექიმი გამოუძახეს, ის დარბაზიდან შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიზნით გაიყვანეს.

ამ ეტაპზე ბრალდებულებს მოსამართლე ლელა კალიჩენკო კითხვებს უსვამს, დაკავებისას წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ხომ არ ჰქონია ადგილი.

„თუ არაადამიანურ მოპყრობაში ცემა იგულისხმება, გიპასუხებთ, რომ - არა, მაგრამ ანტისანიტარია საკანში, საკვებიც არაა“, - განაცხადა დავით სტურუამ.

პოზიცია დააფიქსირა ალექსანდრე გოგოლაძემაც.

„ეს რაც ხდება, ჩემთვის უკანონობაა. დანარჩენი - მექცევიან დიდი ყურადღებით, დიდი გულისყურით, მადლობა ამისთვის“, - განაცხადა გოგოლაძემ.

ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს