პროკურორი - ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად ვიმსჯელეთ, შევაფასეთ ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ჩადენილი ქმედების ხასიათი

სანამ დანაშაულს ჩაიდენდნენ, მანამდე უნდა ეფიქრათ, რა დაავადებები ჰქონდათ, რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ. ვიდეოებში კარგად ჩანს, რომ არცერთ მათგანს არც გადაადგილება უჭირს და რაიმე ჯანმრთელობის პრობლემაც არ ეტყობათ, - ამის შესახებ პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვინ იქნება პასუხისმგებელი პატიმრობაში დატოვებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

პროკურორის განცხადებით, ინდივიდუალურად იქნა შეფასებული ყველა პირი, რომელიც აღნიშნულ საქმეშია დაკავებული და ყველას მიმართ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ თითოეული მათგანი მონაწილეობას იღებს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში.

„დღეს განვიხილეთ 15 პირის წინასასამართლო სხდომა. როგორც მოგეხსენებათ, 13 მათგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, ხოლო 2 მათგანს გირაო. ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ 13-ვე პირის მიმართ ძალაში დარჩენილიყო პატიმრობა, ვინაიდან, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის მაღალი საფრთხე, რაც დასაბუთებული იყო მათ მიერ განხორციელებული თავად მათ მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათით, მათ ცადეს ხელში ჩაეგდოთ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული ობიექტი, პრეზიდენტის სასახლე. გარდა ამისა, მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რამაც გამოიწვია რბევა, დაზიანება სხვადასხვა ნივთების, ათი ათასობით ლარის ზიანი, პოლიციელებზე თავდასხმა და ა.შ. ყველაფრის გათვალისწინებით სასამართლომ მიიღო ერთადერთი გადაწყვეტილება და პატიმრობა შეუფარდა მათ. რაც შეეხება, დანარჩენ ორ პირს, როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მათ შეფარდებული ჰქონდათ გირაო, მათ შორის გათვალისწინებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

რაც შეეხება დანარჩენი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენს მიერ შეფასებული იქნა ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეფასებული იქნა ის საკითხი, თუ რამდენად შეიძლებოდა პენიტენციური დაწესებულებაში მათი ჯანმრთელობის შესაბამისი მომსახურების გაწევა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას ვინ აიღებს აღნიშნულ პირებზე, მინდა გითხრათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არის შესაბამისი პირობები, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, გაუწიონ სათანადო დახმარება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აღნიშნულ პირებს, სანამ დანაშაულს ჩაიდენდნენ, მანამდე უნდა ეფიქრათ, რა დაავადებები ჰქონდათ, რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ. ვიდეოებს კარგად ჩანს, რომ არცერთ მათგანს არც გადაადგილება უჭირს და რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ ეტყობათ. პირველ რიგში მათ უნდა გაეთვალისწინებინათ ის, რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ.

ინდივიდუალურად იქნა შეფასებული და ყველა პირი, რომელიც ამ საქმეში დაკავებულია და რომელსაც ბრალი ედება, ყველას მიმართ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ თითოეული მათგანი მონაწილეობას იღებს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში და ასევე ცდილობს, რომ შეიჭრას პრეზიდენტის სასახლის ეზოში და ამ მხრივ ხელში ჩაიგდოს სტრატეგიული ობიექტი. ჩვენ ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად ვიმსჯელეთ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. განვიხილეთ და შევაფასეთ ჯანმრთელობის მდგომარეობაც და ჩადენილი ქმედების ხასიათი, მათი ასაკი და ა.შ.“, - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს