ნიკა გვარამია - ნიკა მელიას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეული ჯალათისთვის, პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია - ძალიან მალე ერთად ვიქნებით, ყველანი ერთად გარეთ

ნიკა მელიას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეული ჯალათისთვის, პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას თქმით, ძალიან მალე ყველა ერთად „გარეთ იქნება“.

“გუშინ ნიკას წელიწად - ნახევარი მიუსაჯეს და კიდევ წელიწადზე მეტი ციხეში დატოვეს.

ნიკას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეული ჯალათისთვის, პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია, ისეთივე, როგორიც მედიის სახელით გარტყმული სილა მზია ამაღლობელის მიერ და ზვიად რატიანის მიერ კულტურის სახელით გარტყმული სილა პოლიციელის ფორმაში გახვეულ რეჟიმის ჯალათებს!

ჩემი მხარდაჭერა ნიკას და მის ოჯახს არა როგორც მეგობრის და თანამებრძოლის მიმართ, არამედ მებრძოლი მოქალაქისა და პატრიოტის მიმართ! ძალიან მალე ერთად ვიქნებით ყველანი ერთად გარეთ!

სანამ ვიბრძვით, სანამ არ გვეშინია, სანამ დაღლილობას და იმედგაცრუებას არ ვახვედრებთ სიზარმაცეს და შემგუებლობას, მანამდე თამამად და მტკიცედ და, რაც მთავარია , სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ:

ჩვენ ვიმარჯვებთ!

თავისუფლება ნიკა მელიას!

თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!

თავისუფლება საქართველოს!”, - წერს გვარამია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი