სალომე ზურაბიშვილი - ერთად უნდა დავდგეთ, რათა ერთმანეთი გავაძლიეროთ - საქართველო რუსეთს არ დაემონება, ევროპის გზას ვერ ჩაგვიკეტავს რეჟიმი, ვირჩევთ ევროპულობას, ე.ი. მშვიდობას, თავისუფლებასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს დღევანდელ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, არჩევანი უცვლელი და მყარია:

"ჩემი, შენი, ჩვენი, თქვენი დღეა!

28 ნოემბერს, ერთი წლის მერე კიდევ უფრო მედგრად - ერთად დავდგეთ უნდა, რათა ერთმანეთი გავაძლიეროთ!

ჩვენი არჩევანი უცვლელი და მყარია:

საქართველო რუსეთს არ დაემონება ! ევროპის გზას ვერ ჩაგვიკეტავს რეჟიმი! ვირჩევთ ევროპულობას, ე.ი. მშვიდობას, თავისუფლებასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ძლიერ ინსტიტუტებით გამყარებულს.

ვერავინ დაამარცხებს ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებულ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენი ხალხის ეშიშარ ძალასა და თავისუფლების ჟინს, #საქართველოიმარჯვებს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს