ანდრეი ერმაკი - სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტია, არავინ უნდა ელოდოს, რომ ტერიტორიას დავთმობთ

სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტია, არ დათანხმდება მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერს ხელს დოკუმენტს ტერიტორიის დათმობის შესახებ. სანამ ზელენსკი პრეზიდენტია, არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩვენ ტერიტორიას დავთმობთ. ის არ მოაწერს ხელს ტერიტორიის დათმობის დოკუმენტს. კონსტიტუცია ამას კრძალავს. არავის შეუძლია ამის გაკეთება, თუ არ სურს უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წასვლა“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ იმის განსახილველად არის მზად, თუ სად უნდა გაიაროს ომის მხარეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამიჯვნის ზღვარმა.

„ამჟამად რეალისტურად მხოლოდ შეხების ხაზის განსაზღვრაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ერმაკმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ