კახა კალაძე - რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს?! - გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი „ნაცი“ რაღაცას თუ გააპროტესტებს

რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ამ მიმართულებით უამრავ კარგ საქმეს აკეთებს?! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, არაფერია იმაში ცუდი, რომ ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა თავისი სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც გადაუხადა.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი „ნაცი“ რაღაცას თუ გააპროტესტებს. ცუდი რა არის იმაში, როდესაც სპორტსმენი გამოხატავს მადლიერებას სახელმწიფოს მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ სპორტის მიმართულებით ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის შედეგები რაც მივიღეთ კალათბურთში, ფეხბურთში, ძიუდოში ან სპორტის სხვა სახეობებში, ეს შემთხვევით მოვიდა? ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის შედეგი, რომ სპორტსმენებმა იშრომეს თავდაუზოგავად, მათთვის შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პირობები. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის. მაგალითად, ფეხბურთელი რომელიც საზღვარგარეთ რომელიმე კლუბში თამაშობს და თავის ნაკრებში სათამაშოდ ჩამოდის, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე - როგორ აჩვენოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები.

გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი „ნაცი“ რაღაცას თუ გააპროტესტებს. საბედნიეროდ, მსგავსი ადამიანები არიან უმცირესობაში. ხოლო ქვეყნის უმრავლესობა რეალურად ხედავს, რა ხდება, რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ლიბერალური ფაშიზმი მსოფლიოში მარცხდება და რა თქმა უნდა, დამარცხებულია საქართველოშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, უკრაინასთან მატჩში ანგარიშით 79:92 დამარცხდა. ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელიც სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის შემდეგ სამადლობელი სიტყვისას დროს, გიორგი შერმადინმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რასაც დარბაზში მყოფი გულშემატკივრის ნაწილის უკმაყოფილება და სტვენა მოჰყვა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში