კახა კალაძე ევროინტეგრაციაზე - ისე არ გამოვიდეს, 30 წელია ნატო-ში მიგიღებთ, მიგიღებთო და სად ვართ, თვითონაც რომ არ იციან - რა პირობებზე მესაუბრებით?! ნახეთ, უკრაინას რა უქნეს, რა დღეში ჩააგდეს

რაც შეეხება ევროინტეგრაციის გზას, ისე არ გამოვიდეს, 30 წელია ნატოში მიგიღებთ, მიგიღებთო და სად ვართ, თვითონაც რომ არ იციან. რა პირობების [შესრულებაზე] მესაუბრებით?! ნახეთ, უკრაინას რა უქნეს, რა დღეში ჩააგდეს უკრაინა, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხია ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციის გზას, პირდაპირ გამოვედით და ვთქვით, ახლაც ვიმეორებ, ისე არ გამოვიდეს, 30 წელია ნატოში მიგიღებთ, მიგიღებთო და სად ვართ, თვითონაც რომ არ იციან. რა პირობების [შესრულებაზე] მესაუბრებით?! ნახეთ, უკრაინას რა უქნეს, რა დღეში ჩააგდეს უკრაინა, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი. მტერს არ ვუსურვებ, რა მდგომარეობაშიც დღეს უკრაინაა. რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია, პოლიტიკა და ნაბიჯები, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგას, შესაძლოა იმ უბედურებაში აღმოვჩენილიყავით... როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ ჩვენი თითოეულის პოლიტიკურ ცხოვრებას მნიშვნელობა არ აქვს. პირველ რიგში არის ჩვენი სამშობლო. რა თქმა უნდა, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ემსახურება სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.....რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილებები გაჯერებული იყო სიცრუეზე დაყრდნობილი ინფორმაციებით. როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ. იმ კანონებზე, რომელზეც ჩვენ შენიშვნებს ვიღებდით, თავად იღებს ევროკავშირი. ჩვენ გვეუბნებოდნენ, თითქოს რუსულ საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ფაქტი არ არსებობდა. დღეს თვითონ სხედან რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე, ახორციელებენ მოლაპარაკებებს. ეს რა თქმა უნდა, კარგია. კარგია, რომ ომი დასრულდება. ომი უნდა დასრულდეს. ამერიკას თავისი პრობლემები აქვს, ტრამპი როდესაც აირჩიეს, ორი მთავარი დაპირება ჰქონდა, ომის დამთავრება და „დიფ სთეითის“ დამარცხება“,- აღნიშნა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება