ანდრეი ერმაკი მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკაზე - ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობენ - ჩემი მხრიდან სრული თანამშრომლობაა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებენ.

„დღეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ნამდვილად ატარებენ პროცედურულ მოქმედებებს ჩემს სახლში. გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ ექმნებათ“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, რომ ანტიკორუფციული ორგანოების წარმომადგენლებს „ბინაში სრული წვდომის უფლება“ მისცა.

„ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობენ. ჩემი მხრიდან სრული თანამშრომლობაა“, - აღნიშნა ერმაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება