არჩილ გორდულაძე - ეს ადამიანები, რომლებიც გარეთ დგანან, ან უბრალოდ ცდილობენ, რეალობას თვალებში არ ჩახედონ, ან პირდაპირ არიან გარედან დაფინანსებული და მართულები

მოლაპარაკებები არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან შეჩერდა - ეს ადამიანები, რომლებიც გარეთ დგანან, ან უბრალოდ ცდილობენ, რეალობას თვალებში არ ჩახედონ, ან პირდაპირ არიან გარედან დაფინანსებული და მართულები იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორმე მინავლებული მუხტი გაცოცხლდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი ევროპული გზიდან გადახვევა არ არსებობს.

გორდულაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა, ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს.

„ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან არა მხოლოდ ზეპირი განცხადებებით, არამედ წერილობითაც დადასტურებულია, რომ მოლაპარაკებები არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან შეჩერდა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც გასული წლის 28 ნოემბერს. ახლა ეს ადამიანები, რომლებიც გარეთ დგანან, ან უბრალოდ ცდილობენ, რეალობას თვალებში არ ჩახედონ, ან პირდაპირ არიან გარედან დაფინანსებული და მართულები იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორმე მინავლებული მუხტი გაცოცხლდეს. არანაირი გზიდან გადახვევა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თუ ახლაც კი ვინმე წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ მოლაპარაკებებს გახსნის, დიახ, ჩვენ ავდგებით და ხელს მოვაწერთ. დიახ, ჩვენ ვიქნებით 2030 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროდირექტივების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ, ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს, დანარჩენი უკვე, იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ერთად გიხილავთ“, - განაცხადა გორდულაძემ.

კითხვაზე, ხომ არ ნანობს მმართველი გუნდი გასული წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, გორდულაძე ასე პასუხობს: „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ ხელიდან გამოაცალა „დიფ სთეითის" მართულ ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიას ერთ-ერთი იარაღი, რომელიც იქნებოდა სულ ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილივით საქართველოს და ქართველი ხალხის კისერზე, თითქოს, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ამიტომ მოლაპარაკებების გახსნა არ იგეგმება“.

„ამას ისედაც აკეთებენ, მაგრამ კიდევ უფრო მძაფრად იქნებოდა უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გადის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ