გიორგი შარაშიძე - ზაზა თავაძე დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას - დარწმუნებული ვარ, როდესაც ის პოლიტიკას დასჭირდება, დაბრუნდება

ზაზა თავაძე დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას - დარწმუნებული ვარ, როდესაც ის პოლიტიკას დასჭირდება, დაბრუნდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდან მოღებული გადაწყვეტილებაა“.

ზაზა თავაძე არის ჩვენი მეგობარი, უაღრესად პროფესიონალი ადამიანი. ნამდვილად ვამაყობ, რომ მე მას კარგად ვიცნობ, ერთად ვიყავით თბილისის საკრებულოში რამდენიმე წლის განმავლობაში. როგორც მე ვიცი, დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას. იცით, რომ ის არის უმაღლესი დონის პროფესიონალი იურისტი, მუშაობს, მათ შორის, სამეცნიერო მიმართულებით. მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის თავის კვლევას, რომელსაც თუ არ ვცდები, გერმანიაში აკეთებს, დაასრულებს და როდესაც პოლიტიკას დასჭირდება ზაზა თავაძე, ის დაბრუნება პოლიტიკაში. ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდან მოღებული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ზაზა თავაძემ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის პოლიტიკას ტოვებს და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება