გიორგი შარაშიძე - ზაზა თავაძე დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას - დარწმუნებული ვარ, როდესაც ის პოლიტიკას დასჭირდება, დაბრუნდება

ზაზა თავაძე დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას - დარწმუნებული ვარ, როდესაც ის პოლიტიკას დასჭირდება, დაბრუნდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდან მოღებული გადაწყვეტილებაა“.

„ზაზა თავაძე არის ჩვენი მეგობარი, უაღრესად პროფესიონალი ადამიანი. ნამდვილად ვამაყობ, რომ მე მას კარგად ვიცნობ, ერთად ვიყავით თბილისის საკრებულოში რამდენიმე წლის განმავლობაში. როგორც მე ვიცი, დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას. იცით, რომ ის არის უმაღლესი დონის პროფესიონალი იურისტი, მუშაობს, მათ შორის, სამეცნიერო მიმართულებით. მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის თავის კვლევას, რომელსაც თუ არ ვცდები, გერმანიაში აკეთებს, დაასრულებს და როდესაც პოლიტიკას დასჭირდება ზაზა თავაძე, ის დაბრუნება პოლიტიკაში. ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდან მოღებული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ზაზა თავაძემ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის პოლიტიკას ტოვებს და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს