არჩილ გორდულაძე - გახარიას პარტია იშლება - გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს, ცდილობს, ადამიანები მიიტმასნოს მხოლოდ თავისი მიზნების განსახორციელებლად

გახარიას პარტია იშლება - გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს, მთავარია მიღებული დავალება, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ზაზა თავაძის მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია თავისი მიზნების განსახორციელებლად, ცდილობს, ადამიანები „მიიტმასნოს“.

„გახარიელებს“ რომ კითხოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გახსენებაზე აჟრიალებთ, მაგრამ მათ წევრებში იყვნენ და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და წარსულში მყოფი წევრები. მაგალითად, ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც უმაღლეს თანამდებობას იკავებდა და მანამდე იყო ადეიშვილის მოადგილე. იშლება ეს პარტია. გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს. ეს სტიპენდიატი ცდილობს, ადამიანები მიიტმასნოს მხოლოდ და მხოლოდ თავისი მიზნების განსახორციელებლად და შემდეგ ამ ადამიანებს უწოდებს ხოლმე დროებით პროექტებს, როგორც ეს ქალბატონ აქუბარდიასთან დაკავშირებით გააკეთეს. მისთვის ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მიღებული დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს ყველაფრის ფასად“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ზაზა თავაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის პოლიტიკას ტოვებს და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე