სურსათის ეროვნული სააგენტო - თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში კვების ობიექტს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში კვების ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კვების ობიექტში ჰიგიენური ნორმების დარღვევა დაფიქსირდა.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“ (ს/კ 432551865). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე - 15 01.

სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება