პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება.

პარლამენტს მთავრობამ განსახილველად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომლის მიღების შედეგად, პოლიციის აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვოს. ამავე პროექტის მიხედვით, გაიწერება პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან, სწავლებასა და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები.

“პოლიციის შესახებ” კანონის მოქმედი რედაქციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად არ მიიჩნევა.

ამჟამად, აკადემია პოლიციის თანამშრომელთა სპეციალურ პროფესიულ მომზადებას უზრუნველყოფს და სწავლება “სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.

“არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მაღალკვალიფიციური კადრების რესურსის გათვალისწინებით, აკადემიას აქვს შესაძლებლობა უსაფრთხოებისა და საპოლიციო სამართლის ფუნდამენტური სწავლება განახორციელოს. აღნიშნული სასწავლო პროგრამები განკუთვნილი იქნება როგორც შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც სურვილი ექნებათ განათლება უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის მიმართულებით მიიღონ.

პროექტის მიღება და აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საპოლიციო საქმის როგორც პროფესიის პოპულარიზაციას, აკადემიური პოლიციური კადრების ფორმირებას, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას, პოლიციის საზოგადოებაზე ორიენტირებულობის გაძლიერებასა და საპოლიციო საქმიანობაზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია