შალვა პაპუაშვილი - პარლამენტს 90-იან წლებში ზარბაზნებიდან, ავტომატებიდან ესროდნენ და ზუსტად იგივე სცენა 2024 წელს გაიმეორეს - უნდათ პარლამენტის შტურმი ევროპად შემოგვასაღონ, ასეთი ევროპა პარიზში, ამსტერდამსა და ბერლინში დაიტოვონ

პარლამენტის შენობას 90-იან წლებში, 2024 წლამდე 34 წლით ადრე ზარბაზნებიდან და ავტომატებიდან ესროდნენ და ზუსტად იმავე ადგილიდან, იგივე სცენა 2024 წელს გაიმეორეს - უნდათ, რომ პოლიციელებზე ძალადობა, პარლამენტის შენობის შტურმი ევროპად შემოგვასაღონ! ასეთი ევროპა პარიზში, ამსტერდამსა და ბერლინში დაიტოვონ, - ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ დაისაჯა არცერთი ძალოვანი, ვინც საპროტესტო აქციის მონაწილეებზე იძალადა.

პაპუაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ “აქცია ძალადობრივი იყო, პარლამენტის შენობას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ და თავად ევროკავშირს ამ დრომდე არა თუ ძალადობის არცერთი შემთხვევა არ დაუგმია, არამედ მოძალადეებს ფული დაუმატეს“.

მისივე შეფასებით, “პოლიცია კორექტულად იქცეოდა და როდესაც პარლამენტში შენობაში შემოჭრის მცდელობა იყო, ამას გამკლავება და მოძალადეებს დაშოშმინება სჭირდებოდა“. აქვე პაპუაშვილმა დასძინა, რომ ასეთ დროს შეიძლება ექსცესებს და ძალის გადაჭარბებას ჰქონდეს ადგილი, რასაც გამოძიება სჭირდება“.

პაპუაშვილმა შეკითხვის ავტორს ურჩია, გამოძიების თაობაზე შს სამინისტროსა და პროკურატურას მიმართოს.

“რაც ჩვენ შარშან ვიხილეთ, ეს იყო გარედან, ბრიუსელის ბიუროკრატიისგან წაქეზებული და მხარდაჭერილი ძალადობა ქვეყნისა და სახელმწიფო დაწესებულებების წინააღმდეგ.

შარშან ნოემბერში შვიდი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ. მათ შორის იყო შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ხალხს პირდაპირ მეიდნისკენ მოუწოდა. ეს მოწოდება რადიკალურმა ოპოზიციამ რამდენიმე დღეში აუსრულა. გამოვიდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტს - დაიწვა რამდენიმე ოთახი, ჩამტვრეული იყო ყველა გარეთა შუშა, იყო დაწვის მცდელობა და პიროტექნიკის გამოყენება. ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა. წვავდნენ პოლიციის ტექნიკას. ამ ყველაფერს ბრიუსელი უყურებდა და ტაშს უკრავდა - ტაში დაუკრეს ძალადობას!

დღემდე არც ევროკავშირის ელჩს, არც სხვა ხმამაღლა მოსაუბრე ელჩებს, არც ევროკომისიას და ევროპარლამენტს მათი დაფინანსებული “ენჯეოების“ და პოლიტიკოსების ძალადობა არ დაუგმია.

არავის მიეცემა საშუალება, რომ ძალადობა ქართული კულტურის ნაწილად აქციოს! ძალადობა ბერლინში, პარიზში და თავის დედაქალაქებში დაიტოვონ. ძალადობრივი პროტესტი ქართული კულტურის ნაწილად არ იქცევა. ეს არის ის ევროპა, რომლის შემოტანაც ზოგიერთს უნდა. უნდათ თავისთვის კარგი რაღაცები დაიტოვონ და ჩვენ ევროპად პოლიციელებზე ძალადობა, პარლამენტის შენობის შტურმი შემოგვასაღონ - ასეთი ევროპა პარიზში, ამსტერდამში და ბერლინში დაიტოვონ!

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი