პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან - ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან.

უწყვეტი პროტესტის ერთი წლის თავზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაა დაანონსებული, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის ტერიტორიიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან წამოსული საპროტესტო მსვლელობები შეუერთდებიან.

მოქალაქეების განცხადებით, მათ სურთ, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენონ უცვლელი მოთხოვნები, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში ყოველ დღე აჟღერებდნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

პარლამენტის შენობასთან გაშლილია კარვები, სადაც რამდენიმე პირი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!