გიგი წერეთელი - ალბათ, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძნელად გასახსენებელია სხვადასხვა კომპონენტით ასეთი მძიმე 365 დღე

ალბათ, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძნელად გასახსენებელია სხვადასხვა კომპონენტით ასეთი მძიმე 365 დღე - ალბათ, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მოხვდება, როგორც უპრეცედენტო დემოკრატიული მშვიდობიანი პროტესტის წელი,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, საიდანაც შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან.

მისივე თქმით, პროტესტი ვერაფერმა გააჩერა.

“ჩვენ გვქონდა უმძიმესი 1 წელი. ალბათ, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძნელად გასახსენებელია სხვადასხვა კომპონენტით ასეთი მძიმე 365 დღე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის დიდი პროტესტი, რომელიც საზოგადოებაშია. ეს არის ფიზიკური პროტესტი. შეიძლება, ყველა არ არის აქციაზე ყოველდღე, მაგრამ ეს პროტესტი არსებობს, ვხედავთ და ვერაფერმა გააჩერა. ყველა ინსტრუმენტია გამოყენებული, რაც რეპრესიულ სისტემაში შეიძლება იყოს. შეიძლება არ ხვრეტენ ადამიანებს, მაგრამ გაუგონარი რამ ხდება, როდესაც ასეთი გაუგონარი სიმკაცრეა, პოლიტიკური სივრცის დახშობა, პოლიტიკური პროცესის ჩაკვლის მცდელობაა, ამდენი პოლიტიკური პატიმარი და ქვეყნის ტრაექტორიის მკვეთრი ცვლა, რაც არის ამ პროტესტის მთავარი საფუძველი. დღესაც ამ სიმბოლურ წელს აღვნიშნავთ, რომელიც ალბათ, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მოხვდება, როგორც უპრეცედენტო დემოკრატიული მშვიდობიანი პროტესტის წელი. ამ მტკივნეულ მომენტებთან ერთად არის დიდი იმედის საფუძველი”,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, დღევანდელი საპროტესტო აქცია-მსვლელობა უკავშირდება 1 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. დედაქალაქში, 19:00 საათიდან, საპროტესტო მსვლელობა ორ ლოკაციაზე - თსუ-ის პირველი კორპუსთან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან შეიკრიბა და რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე