ლევან ცუცქირიძე - მინდა ვთხოვო მოშიმშილეებს, გამოვიდნენ შიმშილობის რეჟიმიდან და დადგნენ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში - ჩვენ ისინი ჯანმრთელი გვჭირდება

მინდა ვთხოვო [მოშიმშილეებს], გამოვიდნენ შიმშილობის რეჟიმიდან და დადგნენ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში, - ამის შესახებ პარტია "თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ცუცქირიძის თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც შიმშილობს, პროტესტს ჯანმრთელი და ბრძოლისუნარიანი სჭირდება.

„აქ უკან შიმშილობენ ჩვენი თანამოქალაქეები. მე მინდა მათ ბოდიში მოვუხადო, რადგან რასაც ახლა ვიტყვი, მათთან არ შემითანხმებია. ჩვენ ეს ხალხი გვჭირდება ჯანმრთელები ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ჩემი პირადი თხოვნა მინდა გადავცე მათ, ჩვენ გავიგეთ მათი სათქმელი, ეს მთავრობა კი ამას ვერ გაიგებს, ამიტომ მინდა ვთხოვო გამოვიდნენ შიმშილობის რეჟიმიდან და დადგნენ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. ჩვენ ისინი გვჭირდება ჯანმრთელები, ძლიერები და ბრძოლისუნარიანები“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს