მათე დევიძის და - ეს ერთი წელი არის დაკარგული დრო ქვეყნისთვის, მაგრამ მოპოვებული ძალა ხალხისთვის

ერთი წელი გავიდა და აშკარაა: ხელისუფლება უფრო სუსტდება, ხალხი — უფრო ძლიერდება. ბრძოლა გრძელდება. ეს ერთი წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და მან თავისი სიტყვა თქვა: ევროპისკენ მიმავალ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის დამ, ელენე დევიძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ელენე დევიძის თქმით, ეს ერთი წელი არის დაკარგული დრო ქვეყნისთვის, მაგრამ მოპოვებული ძალა ხალხისთვის.

“ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, გამოაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე 2028 წლამდე წყვეტს. ერთი წელი — დაკარგული დრო ქვეყნისთვის, მაგრამ მოპოვებული ძალა ხალხისთვის. მოქალაქეებისთვის ეს იყო უპრეცედენტო ბრძოლის წელი. ხალხი ყოველდღე იდგა ქუჩაში, უნივერსიტეტებში, რაიონებში, სასამართლოებში — ყველგან, სადაც თავისუფლებას საფრთხე შეექმნა.

ეს წელი იყო რეპრესიების წელი: მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს არარსებული ბრალდებებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც მხარს არ უჭერენ მათ ამ გადაწყვეტილებას, სამსახურებიდან დაითხოვეს. ახალგაზრდებს ართმევენ ცხოვრების საუკეთესო წლებს და ციხეში გამოამწყვდიეს. სასამართლოები ხელისუფლების იარაღად აქციეს, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ხალხი არ ნებდება. ჩვენ ვნახეთ, როგორ გახდა თითოეული ადამიანი პატარა ცეცხლი და როგორ გადაიქცა ეს ცეცხლი დიდ ალად, რომელსაც ვერაფერი ჩააქრობს. ერთი წელი გავიდა და აშკარაა: ხელისუფლება უფრო სუსტდება, ხალხი — უფრო ძლიერდება. ბრძოლა გრძელდება. ეს ერთი წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და მან თავისი სიტყვა თქვა: ევროპისკენ მიმავალ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, - განაცხადა ელენე დევიძემ.

შეგახსენებთ, 20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დევიძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის