გედევან ფოფხაძე - შიმშილობა რომ შევწყვიტოთ, ჩვენს წრეშიც შესაბამისი არგუმენტაცია გვჭირდება - შემოთავაზებაზე მყისიერად ვერ ვპასუხობთ

ლევან ცუცქირიძის შემოთავაზებაზე მყისიერ პასუხს ვერ ვიძლევით, - ასე უპასუხა "ინტერპრესნიუსთან" მოშიმშილე პოლიტიკოსმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარტია "თავისუფლების მოედნის” ლიდერს, ლევან ცუცქირიძეს, რომელმაც პარლამენტთან მოშიმშილეებს პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

როგორც ფოფხაძე განმარტავს, შიმშილობის შეწყვეტისთვის შესაბამისი არგუმენტაცია სჭირდებათ.

"დღევანდელი დღე გამარჯვებაა, ქართველი ხალხის გამარჯვებაა, იმ რეპრესიების, იმ ტერორის, დევნის ფონზე, რაც იყო. ქართველმა ხალხმა ყველას დაანახა, რომ ის არ გაჩერდება, არ დაიჩოქებს და უკან არ დაიხევს. ჩვენი პოლიტპატიმრები ციხეებში არიან და არც სამართლიანი არჩევნების პერსპექტივა არაა, მოთხოვნები სწორედ ეს იყო. ჩვენ რომ შევწყვიტოთ შიმშილობა, ამისათვის შესაბამისი არგუმენტაცია გვჭირდება ჩვენს წრეშიც. ეს არის ის ეტაპი, რომელიც რაღაც ახალს მოგვცემს, ამიტომ ამაზე უნდა დავილაპარაკოთ. ახლა უფრო გარკვეულ ეიფორიაში ვართ, მძლავრი პასუხი იყო ქართველი ხალხის მხრიდან იმ ყველაფერზე, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა რეჟიმთან მიმართებაში, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი აქცია შევწყვიტოთ, ან ტრანსფორმირება მოვახდინოთ, ამისათვის მაინც გვინდა უფრო მშვიდი და დამჯდარი პოზიცია", - განაცხადა ფოფხაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!