რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის ერთი წლისადმი მიძღვნილი აქცია დასრულდა.

გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა მოსთხოვა, რასაც პარლამენტთან შეკრებილების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა. მიუხედავად პროტესტისა, აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე აღარ გადასულან.

დღევანდელი საპროტესტო აქცია-მსვლელობა უკავშირდება 1 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

დედაქალაქში, 19:00 საათიდან, მომიტინგეები ორ ლოკაციაზე თსუ-ის პირველ კორპუსთან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან შეიკრიბნენ.

აქცია-მსვლელობა საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა, ლექტორებმა და აქტივისტებმა.

პარლამენტის შენობასთან, პროტესტს შიმშილობის ფორმით აგრძელებენ პოლიტიკოსები და აქტივისტები.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც ერთი წელია გრძელდება.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება