ჯო უილსონი - „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიიდან უნდა ისწავლოს - თავისუფალი ხალხი გაიმარჯვებს

“ქართულმა ოცნებამ” ისტორიიდან უნდა ისწავლოს, თავისუფალი ხალხი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

"რესპუბლიკელი" კონგრესმენის თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, საქართველო "კლანურ დიქტატურად" აქციოს.

"ერთ წელზე მეტია, რაც ქართველი ხალხი გმირულად ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” რეჟიმის მცდელობას, თავისუფალი ქვეყანა კლანურ დიქტატურად აქციოს, რითაც საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. “ქართულმა ოცნებამ” ისტორიიდან უნდა ისწავლოს, თავისუფალი ხალხი გაიმარჯვებს”,-წერს უილსონი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს