ხვალ CDG სინდრომისა და აუტიზმის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ CDG სინდრომისა და აუტიზმის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიება 30 ნოემბერს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონიძიების მიზანია, იშვიათი გენეტიკური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლება, უკვე განხორციელებული პროექტების წარდგენა და სამომავლო გეგმების გაცნობა.

„პრეზენტაცია გახდება როგორც გზამკვლევი სივრცე მშობლებისთვის, ჯანდაცვის პროფესონალებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს მიიღოს მეტი ინფორმაცია CDG სინდრომზე, აუტიზმზე და დაავადებების მართვის მიმართულებითთანამედროვე მიდგომებზე.

ღონისძიებას დაესწრებიან ბიზნეს-სექტორის ლიდერები და პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ისაუბრებენ მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში ჩართულობაზე და იმ ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საშუალებას აძლევს ფონდს განახორციელოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის