Reuters  - შესაძლოა, მარკო რუბიომ მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს

შესაძლოა, მარკო რუბიომ მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების სახელით სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ დაესწრება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3 დეკემბერს გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!