2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, წინა ვარიანტთან შედარებით, გაიზარდა როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე შსს-ისა და სუს-ისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 890,0 მლნ ლარი, რაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 90 მლნ ლარით. სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია სულ 495,0 მლნ ლარი; გამოყოფილი თანხის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ჯარისკაცების ხელფასის 10%-იანი ზრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 547,0 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 74 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებით. აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 380,0 მლნ ლარი, რაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 115 მლნ ლარით, რომელიც მიმართული იქნება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 126,5 მლნ ლარი, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 6,0 მლნ ლარით. დამატებითი თანხა ძირითადად ხმარდება წვევამდელი მოსამსახურეების ჩანაცვლებას საშტატო პერსონალით.

საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 98,7 მლნ ლარი. დაფინანსება გაზრდილია 3,2 მლნ ლარით.

სასამართლო სისტემისთვის გამოყოფილი დაფინანსება გაზრდილია 21,0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია ჯამში 223,5 მლნ ლარი, მათ შორის: საკონსტიტუციო სასამართლო - 7,9 მლნ ლარი; უზენაესი სასამართლო - 22,3 მლნ ლარი; საერთო სასამართლოები - 180,3 მლნ ლარი (დაფინანსება გაზრდილია 20,3 მლნ ლარით; იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 13,0 მლნ ლარი.

იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 18,0 მლნ ლარი, რაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 2,5 მლნ ლარით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ