პარლამენტთან გედევან ფოფხაძე და რამდენიმე პირი შიმშილობას განაგრძობს

საკანონმდებლო ორგანოსთან მოშიმშილეების ინფორმაციით, გუშინ ერთ-ერთი მოშიმშილე კლინიკაში გადაიყვანეს, ასევე, მძიმეა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც ბადრი მანაგაძე აღნიშნავს, 34-დღეა რაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

„შიმშილობის 34-ე დღეა. არ არის გასაკვირი რომ გუშინ, სასწრაფოთი გადაიყვანეს ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელი. მდგომარეობა დამძიმდა. 3-4 დღე სჭირდება გამოკვლევებისთვის. შემდეგ არ ვიცით, რა იქნება. გედევან ფოფხაძის ჯანმრთელობაც დამძიმებულია, უჭირს....“, - აღნიშნავს ერთ-ერთი მოშიმშილე.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!