ჟან-ნოელ ბარო - მშვიდობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პუტინი უარს იტყვის საბჭოთა იმპერიის აღდგენის ამაო იმედზე

უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის საბჭოთა იმპერიის აღორძინების გეგმებზე, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მოხარულები ვართ, რომ 1-ელ დეკემბერს პარიზში ვმასპინძლობთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებებისთვის. მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუ პუტინი უარს იტყვის საბჭოთა იმპერიის აღდგენის ამაო იმედზე, დაწყებული უკრაინის დაპყრობით. უკრაინა მხოლოდ უკრაინელებს ეკუთვნის“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, პუტინს აქვს მიზეზები იმისთვის, რომ სერიოზულად მოეკიდოს ჟენევის მოლაპარაკებების დროს უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ მიღწეულ სამშვიდობო დოკუმენტს. კერძოდ, ჟან-ნოელ ბარო მიიჩნევს, რომ პუტინის არმია ვერ აღწევს წარმატებას ბრძოლის ველზე.

მისივე თქმით, თუ რუსეთის ხელისუფლება არ დათანხმდება სამშვიდობო გეგმას და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას, ისინი იძულებული იქნებიან, ევროკავშირის ახალი სანქციებისთვის მოემზადონ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ