პარლამენტთან გედევან ფოფხაძემ და აქტივისტებმა შიმშილობა შეწყვიტეს

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თხოვნით, პარლამენტთან მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

შიმშილობა შეწყვიტა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემაც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო პერიოდში მოშიმშილეების ცნობით, გართულდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქტივისტმა დარეჯან ცხვიტარიამ განუცხადა, მათ შიმშილობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მამა დოროთე ყურაშვილის თხოვნით მიიღეს.

"ბრძოლა არ შემიწყვეტია, შიმშილობა დროებით შევწყვიტე, ვინაიდან დღეს მობრძანდა ჩვენთვის ყველაზე სანუკვარი მამა დოროთე და მოგვმართა თხოვნით, მოვედი ღმერთის სახელით, როგორც ქრისტიანი მამაო და გთხოვთ შეწყვიტოთ შიმშილობა და თუ გნებავთ მერე გააგრძელეთ, რადგან უკიდურესი დღეები გაქვთ გავლილიო. ძალიან გამიჭირდა, ჩემს ცხოვრებაში სიტყვა არ გამიტეხავს, მაგრამ იმდენად პატივსაცემი მამაოა, ჩემი თავი განზე გადავდე ამ შემთხვევაშიც კი. ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ისევ ამ კარავში ვიქნებით, მაგრამ ვიმოძრავებთ, შევაგროვებთ ხალხს და მინიმუმ 100 კაცი დაჯდება აქ საშიმშილოდ", - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა