რუსთაველის მეტროს მიმდებარედ Eagle Hills-ის ინვესტიციას აპროტესტებენ

რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები საქართველოში Eagle Hills-ის პროექტს ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ ქართული მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, არ სჯერათ ხელისუფლების განცხადებების, რომ არაბულ კომპანიასთან მთავრობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

აქციაზე შეკრებილებმა კენჭი უყარეს დეკლარაციას, სადაც მოითხოვენ, გასაჯაროვდეს არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და დაიწყოს საკითხის საჯარო განხილვა.

მათი თქმით, საქართველოს მიწის გასხვისებას ყოველთვის შეეწინააღმდეგებიან. რუსთაველის მეტროს მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება.

„აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა