თურქეთის საგარეო უწყება - შავ ზღვაში ტანკერებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა სერიოზული რისკები შექმნა რეგიონში ნავიგაციის, სიცოცხლის, ქონებისა და გარემოს უსაფრთხოებისთვის

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დღეებში შავ ზღვაში ნავთობის ტანკერებზე განხორციელებული თავდასხმების გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ონჯუ კეჩელიმ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ გამბიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებზე Kairos-სა და Virat-ზე თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა რეგიონში ნავიგაციის უსაფრთხოებას.

„შავ ზღვაში ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მომხდარმა ამ ინციდენტებმა სერიოზული რისკები შექმნა რეგიონში ნავიგაციის, სიცოცხლის, ქონებისა და გარემოს უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა კეჩელიმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, თურქეთი ინარჩუნებს კონტაქტს შესაბამის მხარეებთან, რათა ხელი შეუშალოს ომის გავრცელებას შავ ზღვაში და თავიდან აიცილოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე უარყოფითი ზეგავლენა რეგიონში.

ტანკერებს, Kairos-სა და Virat-ს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, 28 ნოემბრის საღამოს თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ყოფნისას დაესხნენ თავს. უკრაინული მედიის ცნობით, მათ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მართული Sea Baby-ს ტიპის საზღვაო დრონები დაესხნენ თავს. ორივე ტანკერი დასავლეთის სანქციების ქვეშაა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობის გამო.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება