ეუთომ მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვა დაასრულა

„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ (ეუთო) მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვის პროცედურა დაასრულა, - ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მინსკის ჯგუფი მინისტრთა საბჭოს მიერ 2025 წლის 1-ელ სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ეუთო-ს ფინეთის თავმჯდომარეობისადმი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი მიმართვის შემდეგ გაუქმდა.

„ყველა საჭირო ადმინისტრაციული პროცედურის დასრულება დახურვის პროცესის დასასრულს აღნიშნავს. ამ პროცესმა განახორციელა ეუთოს 57-ვე მონაწილე სახელმწიფოს 1-ელი სექტემბრის კონსენსუსის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ვაშინგტონში, 2025 წლის 8 აგვისტოს ხელმოწერილი ისტორიული ერთობლივი დეკლარაციის შემდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა, რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით, ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ. ჯგუფის დაშლას აზერბაიჯანი ითხოვდა, როგორც სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობას.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება