პროკრედიტ ბანკის რეგიონული ბიზნესშეხვედრების სერიის ბოლო ღონისძიება წელს ქუთაისში გაიმართება

პროკრედიტ ბანკი აგრძელებს რეგიონული ბიზნესშეხვედრების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებას და რეგიონული ეკონომიკის განვითარებას. ბათუმის, ზუგდიდისა და თელავის წარმატებული შეხვედრების შემდეგ, წლევანდელი სერიის ბოლო ღონისძიება ქუთაისში, სასტუმრო West Inn Georgia-ში (ნიკეას ქ. 19) გაიმართება. ღონისძიების მთავარი თემაა ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის“, რომელიც მოიცავს თანამედროვე ბიზნესტრენდებს, ტექნოლოგიურ განვითარებას, ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების გზებს. კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

  • მდგრადობა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია
  • მენეჯმენტის სტრატეგიული როლი ბიზნესის ზრდაში
  • ციფრული მარკეტინგის თანამედროვე მიდგომები
  • ბიზნესის დაფინანსებისა და მხარდაჭერის პროგრამები
  • ქალ მეწარმეთა ეკონომიკური გაძლიერება

ღონისძიება მოიცავს ქინოუთ-სესიებსა და პანელურ დისკუსიებს, სადაც მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას, გაიგებენ წარმატებული მეწარმეების გამოცდილებას და შეძლებენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას.

რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ინიცირებით, პროკრედიტ ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას, გააძლიეროს მცირე და საშუალო ბიზნესები და შექმნას პლატფორმა, რომელიც ცოდნის გაზიარებასა და თანამშრომლობის ფორმირებას უწყობს ხელს.

თარიღი: 3 დეკემბერი /17:00

ლოკაცია: West Inn Georgia, ქუთაისი

დასწრება თავისუფალია – რეგისტრაცია საჭიროა ბმულზე.

(R)

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა