ირაკლი კირცხალია BBC-ს მასალაზე - ღირსეული პასუხი გვექნება ყველა ინსტანციაში, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე

გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“.

მისი თქმით, ისინი მარაზმში არიან გადასული.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის სრულიად ლოგიკური, რადგან რაც BBC-ის მხრიდან ვნახეთ და მოვისმინეთ, გასცდა ყველანაირ ზღვარს. რა შეიძლება დავარქვათ? ძალიან მარაზმში არიან გადასული. გასაკვირი არ არის, როდესაც იმ მეინსტრიმ მედიებზე ვსაუბრობთ, როგორიც არის BBC. მათი სახე მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ გამოჩნდა. ასევე, ნიშანდობლივია თეთრ სახლში რომ დაემატა ერთი გრაფა, სადაც არასანდო მედიასაშუალებებია ჩამოთვლილი და იქ BBC-ც არის. გავიხსენოთ რამდენიმე კვირის წინანდელი სკანდალი, რომელსაც შეეწირა, დირექტორი თუ ახალი ამბების ხელმძღვანელი. ამ ყველაფრის შემდეგ რას ვხედავთ? სრულიად მარაზმს, აბსურდს ვისზე დაყრდნობით? ჩახუნაშვილი და ა.შ. მათი რიგითი აგენტურები, პატარა „აგენტუკები", რომლებიც ჩადიოდნენ და ქვეყნის საწინააღმდეგო დასმენას ახდნენ. შედარებით მძიმე წონიანი აგენტურული წარმომადგენლებიც ვნახეთ - ჰელსინკის კომისია იქნება თუ სხვა - ამაზე დაყრდნობით BBC -ს, ყოფილი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რეპუტაციის მქონე მედიის, მხრიდან ვისმენთ ასეთ დეზინფორმაციას. სასაცილოა, მაგრამ რეალურად, სასაცილო არ არის, რადგან ამ მარაზმის ქვეშ არის მთელი მსოფლიო. როცა ასეთი მედიასაშუალებებისგან ვისმენთ ასეთ ინფორმაციას და ვისმენთ ასეთ უსტანდარტო სიცრუეზე აგებულ ინფორმაციას, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ?”- განაცხადა კირცხალიამ.

ამავე თემაზე საუბრისას, კირცხალიამ აღნიშნა, რომ ეს სტატია ჩვენი ქვეყნის, ერის და სახელმწიფოებრიობის პირდაპირი შეურაცხყოფაა.

„მთელი ინსტიტუციის, საქართველოს შეურაცხყოფაა, ის რაც მოვისმინეთ. როდესაც ჩვენი პარტიის განცხადებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, თუ რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის განცხადებით, BBC-იმ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია