ვლადიმერ პაპავას გრუნის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, პროფესორ ვლადიმერ პაპავას მიენიჭა გრუნის საპატიო დოქტორის წოდება.

ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

„გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართული დაჯილდოების ცერემონიაზე პროფესორმა პაპავამ სტუდენტებსა და პროფესორ - მასწავლებლებს წარუდგინა მოხსენება: „ნეკროეკონომიკა, რეტროეკონომიკა და ზომბიეკონომიკა“.

გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მაღალი შეფასება მისცა ვლადიმერ პაპავას მიერ წარმოდგენილი მოხსენების სამეცნიერო ღირებულებას და ზოგადად, მის ღვაწლს ქართული მეცნიერების განვითარებაში, რისი დადასტურებაცაა დოქტორის საპატიო წოდების მინიჭება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვლადიმერ პაპავას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის: „ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“, პრეზენტაცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს